გამოყენების სფეროები

ღონისძიების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის ორგანიზებული სივრცე და რამდენად უზრუნველყოფილია მასზე მყოფი სტუმრების კომფორტი. კომპანია LUXTENT სპეციალიზირებულია ტენტური კონსტრუქციების წარმოებაზე და დამატებით მომსახურებაზე (დეკორი, განათება, ტექნიკური აღჭურვილობა და ა.შ.), თითოეულ კლიენტს სთავაზობს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.

სწრაფად ასაწყობი კარვების გამოყენების სფეროები მრავალია და მათ შორისაა:

  • სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება (ქორწილი, იუბილე, წვეულება, საოჯახო დღესასწაული, საბავშვო დღესასწაული);
  • დასასვენებელი ადგილების, საცურაო აუზების, ავტოსადგომების, სათამაშო ზონების მოწყობა;
  • ზამთრის ბაღის ან ორანჟერეის მშენებლობა;
  • საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების მოედნები — კონცერტები, ფესტივალები, სპორტული შეჯიბრებები;
  • კონფერენციის, პრეზენტაციის, თიმბილდინგის, ბიზნეს შეხვედრის, ფორუმის, გამოფენის ჩატარება და ა.შ.;
  • საწყობების, პავილიონების, ცხოველების ან ტექნიკისათვის ფარდულების ორგანიზება.

ჩვენს მიერ დამზადებული ტენტური კონსტრუქციები მოერგება ნებისმიერ კლიმატურ პირობებსა და ლანდშაფტს, ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში გამოყენებადი ვარიანტები.