კარვები კაფეებისთვის და რესტორნებისთვის

ტილოები რესტორნებისთვის

რესტორნები და კაფეები

ტენტური კაფეების მშენებლობა ჩვენი კომპანიის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულებაა. მსგავსი კონსტრუქცია საშუალებას გაძლევთ ელეგანტურად და თანამედროვედ მოაწყოთ ტერასა, სეზონური მოედანი, ფარდული, შესასვლელი. კარავი გამოდგება შენობების სახურავზე ან ზედა სართულებზე განლაგებული რუფ-ტოპ ტერასების მოსაწყობად. საზაფხულო კაფეს კარვები მზადდება მსუბუქი და გამძლე მასალებისგან, რომლებიც უმოკლეს ვადებში მონტაჟდება სწრაფად ასაწყობ კარკასზე. ჩვენი კლიენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია შემდეგი:

  • იატაკის საფარის დაგება.
  • დეკორის ელემენტებით მორთვა.
  • განათების მონტაჟი, უჩვეულო ვარიანტების ჩათვლით.
  • როგორც მთელი ფასადის, ასევე მისი ცალკეული ზონების ბრენდირება.
  • კონდიცირების სისტემების დაყენება.

საზაფხულო ტერასები

კაფეებისთვის საზაფხულო ტერასების მშენებლობა არის როგორც ადგილების რაოდენობის გაზრდის ეფექტური გზა, ასევე სტუმრებს შორის ობიექტის პოპულარობის დონის გაზრდის შესაძლებლობა. სტუმრები სიამოვნებით გაატარებენ დროს ბუნებაში ლამაზ, მყუდრო სივრცეში, რომელსაც ავსებს სასიამოვნო განათება და კონდიცირების სისტემა, ნებისმიერ ამინდში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად. კაფეს ტერასის ტენტი სწრაფად და მარტივად მონტაჟდება/დემონტაჟდება შეუზღუდავჯერ. ამის გამო, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ როგორც სტაციონარული ობიექტი, არამედ გასვლითი ღონისძიებების ორგანიზების, ქეითერინგის დროს. ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა ფორმისა და ფერის, ბრენდირების ელემენტების მქონე კონსტრუქციები, რომლებიც დამზადებულია შემოწმებული და გამძლე მასალებით. დიზაინერების მუშაობის წყალობით, მზა კონსტრუქცია უნიკალური იქნება.

ტილოები რესტორნებისთვის

ქეითერინგი

ქეითერინგი გასვლით ღონისძიებაზე არის სერვისი, რომელიც ყოველწლიურად პოპულარობას იძენს. ჩვენს კომპანიაში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ კარავი ქეითერინგის ზონისთვის, რომელიც დამზადებულია გამძლე და უსაფრთხო მასალებისგან, და რომლის მონტაჟს მინიმალური დრო სჭირდება. დაფარვის მასალებისა და ზომის ფორმების ფართო არჩევანის გამო, არ იქნება რთული სტუმრების განთავსებისთვის საუკეთესო ვარიანტის არჩევა. თქვენ ასევე მიიღებთ თავისუფალ ზონას ტექნიკური ოთახის, სამზარეულოს, მოწყობილობის შესანახი ადგილისთვის და ა.შ. ქეთერინგის ზონა კარავში შეიძლება აღჭურვილი იყოს იატაკის საფარით, განათებით, კლიმატ კონტროლის ტექნიკით და ყველაფრით, რაც აუცილებელია მომსახურე პერსონალისა და სხვადასხვა მოწყობილობის კომფორტული განთავსებისთვის, ნებისმიერ ამინდსა და დღის განმავლობაში.

პლაჯები და პირსები

რესტორნებისთვის განკუთვნილი სწრაფად ასაწყობი ფარდულების მშენებლობა მოთხოვნადი სერვისია თბილ სეზონზე. ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ ელეგანტური და ორიგინალური ვარიანტები წყალთან ახლოს მდებარე კვების ობიექტებისთვის. ტენტური კონსტრუქცია შეუცვლელი დამხმარე გახდება სასტუმროების ან ქალაქგარეთ განლაგებული კლუბების პლაჟებზე ლაუნჯ ზონების ორგანიზების დროს. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან შექმნან უნიკალური ნაგებობები იმის წყალობით, რომ მათ გააჩნიათ დიდი რაოდენობით საფარი მასალები, და შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის კარკასებთან მუშაობა. კაფეს ფარდული შეიძლება მორთული იყოს ბრენდირების ელემენტებით ან გაფორმდეს ტერიტორიის ზოგადი კონცეფციის შესაბამისად. დიზაინის გამო თქვენი ობიექტი გამორჩეული იქნება კონკურენტების ფონზე. მიუხედავად სიმსუბუქისა და ჰაეროვნებისა, ტენტური კონსტრუქცია საიმედოდ იცავს სტუმრებს ქარისგან, ქვიშისგან, შხეფებისგან, ხოლო კონდიციონერების სისტემების დამონტაჟების წყალობით, ნაგებობაში ყოველთვის შენარჩუნდება კომფორტული ტემპერატურა.

ტილოები რესტორნებისთვის

ღამის კლუბი

სწრაფად ასაწყობი ღამის კლუბი ამ სფეროს ახალი ტენდენციაა, რომელიც ყოველწლიურად იძენს პოპულარობას. მსუბუქი, გამძლე და უსაფრთხო კარვები გარე დისკოთეკისთვის ასევე გამოდგება სხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის:

  • ქაფის წვეულებები.
  • მუსიკალური და საცეკვაო შეჯიბრები.
  • დღესასწაულები.
  • სხვადასხვა კონკურსები.

კარვის გამოყენება შესაძლებელია ადგილების რაოდენობის გასაზრდელად, და ასევე იგი შესანიშნავი ადგილი იქნება გასვლითი ღონისძიებების ორგანიზებისთვის. ჩვენმა დიზაინერებმა შეიმუშავეს უნიკალური პროექტები, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის კონსტრუქციების, საფარის მასალების, დეკორისა და განათების ელემენტების გამოყენებით. სტუმრების განთავსების კომფორტის დონის ასამაღლებლად ჩვენ გთავაზობთ იატაკის საფარის, ვენტილაციის, კონდიცირების ან გათბობის სისტემების მონტაჟს, რაც კონსტრუქციის მთელი წლის განმავლობაში მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.

მზა რესტორანი

კომპანია LUXTENT– ში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბოლომდე გარემონტებული რესტორნის მშენებლობა, ტენტური კონსტრუქციების გამოყენებით. ჩვენ გთავაზობთ კლასიკური სტაციონარული კონსტრუქციის ალტერნატიულ ვარიანტებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, ქუჩაში რესტორნის მშენებლობას მინიმალური დრო სჭირდება, არ საჭიროებს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი დამტკიცებისთვის დროის დაკარგვას.

ჩვენ გთავაზობთ ქუჩის კაფეს შეძენას, რომელიც სრულიად მზად არის გამოსაყენებლად, ყველაზე ხელსაყრელი პირობებით. ეს არ არის მარტივი საზაფხულო ტერასა, არამედ მრავალფუნქციური ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია ყველაფრით, რაც აუცილებელია მუშაობისთვის (სამზარეულო, ტექნიკური ოთახები, სანიტარული ზონა და ა.შ.). დათბუნების, შემინვისა და ჰერმეტიზაციის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მონტაჟის სამუშაოების გამო (დამკვეთის თხოვნით), მზა რესტორანი ქუჩაში იმუშავებს წელიწადის ნებისმიერ დროს.

საბანკეტო დარბაზები

საბანკეტო ოთახები და თემატური კაფეები და რესტორნები კარვებში არის ახალი ტენდენცია გასართობ ინდუსტრიაში. ჩვენი კომპანია გთავაზობთ კარვების ფართო კონსტრუქციებს, რომლებშიც შეგიძლიათ მოაწყოთ საცეკვაო მოედნები, სცენა, ბარი და თანამედროვე კლუბების სხვა კომპონენტები. LUXTENT-ის საბანკეტო კარვები იდეალურია სეზონური წვეულებებისთვის, დღესასწაულებისთვის და დიდი გარე ღონისძიებებისთვის. კარვები მაღალი ხარისხის, გამძლე და საიმედო, ადვილად და სწრაფად აწყობილი, შეიძლება აღჭურვილი იყოს კლიმატური ტექნოლოგიით და განათებით. ფერების მრავალფეროვნება, დეკორატიული ზონირება და კონსტრუქციის ნებისმიერი ფორმა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ინდივიდუალური გადაწყვეტა ნებისმიერი შემთხვევისთვის.

საზაფხულო ტილოები კაფეებისა და რესტორნებისთვის

საქართველოში საზაფხულო კაფეების მშენებლობის დროს, მფლობელები სულ უფრო მეტად უპირატესობას ანიჭებენ ტენტურ კონსტრუქციებს. კომპანია LUXTENT– ში შეგიძლიათ შეუკვეთოთ დროებითი ნაგებობები, რომლებიც გამოიყენება ტერიტორიის სწრაფი გაფართოებისთვის წელიწადის თბილ დროს, ან დიდი ღონისძიებებისთვის, ასევე მთელი წლის განმავლობაში გამოსაყენებელი ვარიანტები.

კაფეების ქუჩის კარვებს გააჩნია გამოყენების ფართო სფერო:

  • დასაშლელი ტერასები;
  • კაფეები, რესტორნები;
  • პირსებზე ან პლაჟებზე განლაგებული ბარები და კაფეები;
  • გასვლითი ღონისძიებების მომსახურება, ქეითერინგი;
  • ღამის კლუბებისა და კვების სხვა ობიექტების გაფართოება.

ასაწყობი კარვები და ჩარდახები საზაფხულო კაფესთვის

ტენტური კონსტრუქცია საშუალებას გაძლევთ შექმნათ სივრცე ნებისმიერ ამინდში სტუმრების მაქსიმალურად კომფორტული განთავსებით. კონდიცირებისა და სავენტილაციო სისტემების მონტაჟი ხელს უწყობს კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას. ასევე შესაძლებელია როგორც მთელი კარვის, ისე ცალკეული ზონების ბრენდირება, ინტერიერის განათების, ავეჯის და დეკორატიული ელემენტების დაყენება. ყოველივე ზემოთქმული აქტუალურია არა მხოლოდ ყიდვისას, არამედ ტენტური კაფეების დაქირავების დროსაც.

კარავი მონტაჟდება მაქსიმალურად სწრაფად, დამზადებულია გამძლე მასალებით, რაც უზრუნველყოფს სტუმრების უსაფრთხო განთავსებას. მოდელების ფართო ასორტიმენტი ამარტივებს შესაფერისი ვარიანტის არჩევას, ექსპლუატაციის თავისებურებების, ლანდშაფტისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

გამოყენების ყველა სფერო

LUXTENT- ის ღონისძიებების ჩასატარებლად განკუთვნილი კარვების გამოყენება შესაძლებელია როგორც კორპორატიული წვეულებისთვის, ასევე კერძო სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ძირითადი უპირატესობებია — სწრაფი მონტაჟი, გაფორმება საერთო კონცეფციის ფარგლებში, თითქმის შეუზღუდავი რაოდენობის სტუმრების გარეთ განთავსება.

კომპანია LUXTENT გთავაზობთ კარვებს კაფეებისთვის. ჩვენი ტენტური კონსტრუქციები არის ნებისმიერი ზომის ღია ან დახურული ფართის მოწყობის საიმედო და ხელმისაწვდომი საშუალება. წელიწადის ნებისმიერ დროს, ტენტური კონსტრუქციები დაგიცავთ არა მხოლოდ კაშკაშა მზის ან წვიმისგან, არამედ სიცივისგანაც.

დახურული სპორტული მოედნები არის კომპანია LUXTENT- ის მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება. ჩვენ ვაყენებთ საიმედო, თანამედროვე კონსტრუქციებს, რომლებიც დამზადებულია შემოწმებული მასალების გამოყენებით, რაც საშუალებას გაძლევთ დაკავდეთ სპორტით ნებისმიერ ამინდში.

ტენტური კონსტრუქციები გამოიყენება არა მხოლოდ საზეიმო  ან ოფიციალური ღონისძიებებისთვის. მათი დამონტაჟება შესაძლებელია ქალაქგარეთ მდებარე სახლის ან აგარაკის ნაკვეთზე, მავნე მზის, წვიმისა და ამინდის სხვა მოვლენებისგან დასაცავად. სწრაფი მონტაჟი, საძირკვლის არარსებობა მათ პრაქტიკულ გადაწყვეტილებად აქცევს, მრავალი უპირატესობისა და მაღალი ხარისხის წყალობით.

ჩვენ გთავაზობთ სწრაფად ასაწყობი კონსტრუქციების მონტაჟის მომსახურებას. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა საიმედოობით, პრეზენტაბელურობით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილას დაყენების მინიმალური ვადებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნებისმიერი ფორმისა და ზომის კონსტრუქციები.

ნებისმიერ ამინდში გამოსაყენებელი LUXTENT– ის ტენტური კონსტრუქციები სასაწყობო ფართისთვის — შესანიშნავი გამოსავალია მოკლე დროში მოაწყოთ ადგილი ქონების ან საქონლის შესანახად, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პირობებს. კონსტრუქციები ასევე გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც კაპიტალური ნაგებობების მშენებლობა შეუძლებელია.

ღონისძიებები

რესტორნის ბიზნესი

კომპანია LUXTENT გთავაზობთ კარვებს კაფეებისთვის. ჩვენი ტენტური კონსტრუქციები არის ნებისმიერი ზომის ღია ან დახურული ფართის მოწყობის საიმედო და ხელმისაწვდომი საშუალება. წელიწადის ნებისმიერ დროს, ტენტური კონსტრუქციები დაგიცავთ არა მხოლოდ კაშკაშა მზის ან წვიმისგან, არამედ სიცივისგანაც.

სპორტი

დახურული სპორტული მოედნები არის კომპანია LUXTENT- ის მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება. ჩვენ ვაყენებთ საიმედო, თანამედროვე კონსტრუქციებს, რომლებიც დამზადებულია შემოწმებული მასალების გამოყენებით, რაც საშუალებას გაძლევთ დაკავდეთ სპორტით ნებისმიერ ამინდში.

კერძო სექტორი

ტენტური კონსტრუქციები გამოიყენება არა მხოლოდ საზეიმო  ან ოფიციალური ღონისძიებებისთვის. მათი დამონტაჟება შესაძლებელია ქალაქგარეთ მდებარე სახლის ან აგარაკის ნაკვეთზე, მავნე მზის, წვიმისა და ამინდის სხვა მოვლენებისგან დასაცავად. სწრაფი მონტაჟი, საძირკვლის არარსებობა მათ პრაქტიკულ გადაწყვეტილებად აქცევს, მრავალი უპირატესობისა და მაღალი ხარისხის წყალობით.

არქიტექტურა

ჩვენ გთავაზობთ სწრაფად ასაწყობი კონსტრუქციების მონტაჟის მომსახურებას. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა საიმედოობით, პრეზენტაბელურობით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილას დაყენების მინიმალური ვადებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნებისმიერი ფორმისა და ზომის კონსტრუქციები.

ინდუსტრია