კორპორატიული ღონისძიებები
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ტენტური კარვების დაქირავებას კორპორატიული ღონისძიებებისთვის. ჩვენთან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ზომისა და კონფიგურაციის ვარიანტები ღონისძიების თემატიკისა და ექსპლუატაციის პირობების შესაბამისად. სურვილის შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს სივრცის ზონირების დამატებითი სერვისით, მოწევის, მასტერკლასების, დასვენების, ფოტოსესიების, გარდერობის და ა.შ. ადგილების გამოყოფით. კორპორატიული წვეულების კარავი შეიძლება იყოს აღჭურვილი განათებით, სპლიტ- სისტემებით, სანიტარული ზონით, იყოს გაფორმებული კორპორატიულ ფერებში ან დეკორირებული საფირმო ლოგოთი (ბრენდირების მომსახურება). ჩვენთან ასევე შესაძლებელია ავეჯის დაქირავება. თანამედროვე ტენტური კონსტრუქცია არის კომფორტული, უსაფრთხო და ფუნქციურად ორგანიზებული სივრცე სტუმრების მაქსიმალურად კომფორტულად განთავსების თვალსაზრისით.
მასობრივი ღონისძიებები
საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის ტენტური კონსტრუქციების ქირაობა არის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი კომპანიის კლიენტებისთვის. ასეთი ნაგებობების გამოყენება შესაძლებელია კონცერტების, ბაზრობების, ფესტივალების ორგანიზებისას. რადგანაც ჩვენ მზად ვართ ავაწყოთ ნებისმიერი ზომის კონსტრუქციები, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დიდი რაოდენობის სტუმრების კომფორტული განთავების ვარიანტი. შესაძლებელია კარვების დამონტაჯება ჯგუფებად ან ცალკე, ასევე შეიძლება დამატებით კლიმატური მოწყობილობის, სავენტილაციო სისტემების და ა.შ. დაყენება. ამინდის პირობების, სტუმრების სავარაუდო რაოდენობის შესაბამისად, შესაძლებელია ტენტური კონსტრუქციების დამზადება ინდივიდუალური პროექტების შესაბამისად, როგორც მთელი კონსტრუქციის, ისე მისი ცალკეული ელემენტების ბრენდირებით. წარმოებაში გამოიყენება თანამედროვე და გამძლე მასალები.

ქორწილები
ძნელად მოიძებნება ისეთი დღესასწაული, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და ზეიმურობით კონკურენციას გაუწევს ქორწილს. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ტენტურ კარვებს საქორწილო ღონისძიებებისთვის. ფართო და თანამედროვე კონსტრუქცია მარტივად ჩაანაცვლებს რესტორანს და ასევე საშუალებას მოგცემთ მოაწყოთ საქორწილო დღესასწაული ნებისმიერ ადგილას, და კომფორტულად მიიღოთ სტუმრები. საქორწილო კარავი არის მსუბუქი და ჰაეროვანი კონსტრუქცია, რომელიც ხელს უწყობს სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნას. საქორწილო ტენტი არის მრავალფუნქციური ნაგებობა, რომელიც ჩაანაცვლებს:
- ტრადიციულ საბანკეტო დარბაზებს;
- საცეკვაო მოედანს;
- გასვლითი რეგისტრაციის ზონებს;
- ფოტო ზონებს და სხვა.
იმის გამო, რომ გასვლითი ქორწილის კარავი შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის, მასში მარტივად შეიძლება მიიღოთ როგორც ახლო ნათესავების მცირე კომპანია, ისე მასშტაბურ ღონისძიებაზე დაპატიჟებული უამრავი სტუმარი. ვენტილაციის, კონდიცირების, გათბობის სისტემების დამატებითი მოწყობილობები, აგრეთვე განათების, მულტიმედიური მოწყობილობების დაყენება, სტუმრების კომფორტის დონეს ახალ საფეხურზე აიყვანს. ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ კარვის დაქირავება ქორწილისთვის, აირჩიოთ ავეჯი, განათების სახეობა და დეკორატიული გაფორმება.
გამოფენები
საგამოფენო კარვები-პავილიონები შესანიშნავი გადაწყვეტილებაა სხვადასხვა მასშტაბის გამოფენების მოწყობისთვის. გარე პავილიონების მშენებლობისას ჩვენ ვიყენებთ გამძლე და თანამედროვე მასალებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კომფორტული სივრცეები პრეზენტაბელური შესახედაობით ნებისმიერი თემატური მიმართულებით. ფორმების, დეკორირების, სხვადასხვა ტექნიკით აღჭურვილობის მეთოდების დიდი არჩევანი იძლევა ორიგინალური კარვების — პავილიონების შექმნის გარანტიას, რომლებსაც შეუძლიათ შთაბეჭდილება მოახდინონ თქვენს ყველა სტუმარზე. ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ ვარიანტები როგორც კამერული გამოფენებისთვის, ასევე ეპატაჟური ღონისძიებებისთვის, რომლებიც გათვლილია დიდი რაოდენობის ვიზიტორებზე. დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია საჭირო ავეჯის ქირაობა, მთელი კონსტრუქციისა და მისი ცალკეული ზონების ბრენდირება ვიზიტორების მოსაზიდად. თაღოვანი პავილიონი შესანიშნავი და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა ნებისმიერი გამოფენისთვის.

პრეზენტაციები
გარკვეული პროდუქციის ან მთლიანი ბრენდის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის პრეზენტაცია. ამასთან დაკავშირებით დიდი ყურადღება ეთმობა მის ორგანიზაციას. მსგავსი ღონისძიებებისათვის კომპანია LUXTENT გთავაზობთ ასაწყობ ბრენდირებულ კარვებს. კორპორატიული დიზაინის, თვალსაჩინო ლოგოების მქონე კონსტრუქცია ხელს უწყობს სტუმრების მოზიდვას და შესანიშნავი ფონი იქნება ვიდეო ან ფოტო რეპორტაჟისთვის. ბრენდირების ელემენტების გამოყენება შესაძლებელია როგორც ლოკალურად, მნიშვნელოვან მომენტებზე აქცენტის გაკეთებით, ასევე კონსტრუქციის მთლიანი საფარის მასალის გაფორმებით. პრეზენტაციისთვის განკუთვნილი ტენტური კარავი შეიძლება დაიყოს ცალკეულ ზონებად და დამატებით გამოყენებულ იქნას ეფექტური განათება და ინტერიერის დეკორი, რაც გააძლიერებს კომპანიის პოზიტიურ იმიჯს. პავილიონი — იდეალური გადაწყვეტილებაა საქართველოს ნებისმიერ ადგილას ქორწილის ჩასატარებლად. კონსტრუქციის დამონტაჟებას ცოტა დრო დასჭირდება. ასევე, ტენტურ კონსტრუქციას შეიძლება ჰქონდეს დამკვეთის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ფართობი.
კერძო წვეულებები
ჩვენი კომპანიის საზეიმო ღონისძიებების ჩასატარებელი კარავი არის თანამედროვე და სტილის მქონე გადაწყვეტილება დაბადების დღის, იუბილეს, საიუბილეო თარიღის, მეგობრებთან შეხვედრისა და ნებისმიერი სხვა საოჯახო თუ კერძო დღესასწაულის მოსაწყობად. ეს ასევე კაფესა ან რესტორნის შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ კომფორტულად მოათავსოთ ნებისმიერი რაოდენობის სტუმარი და მოაწყოთ ღონისძიება მოსახერხებელ ადგილას, მაგალითად, ბუნებაში.
იმის გამო, რომ ტენტურ კონსტრუქციაში შეიძლება დამონტაჟდეს განათება, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების სისტემები, და ამასთან ერთად დაიგოს იატაკის საფარი, ნებისმიერ ამინდში სტუმრები კომფორტს და ზრუნვას იგრძნობენ წვებულების ორგანიზატორების მხრიდან. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ ორიგინალური დეკორი განათებით, რომელიც შეესაბამება დღესასწაულის თემატიკას. ეს ყველაფერი შექმნის მთელი ღონისძიების ატმოსფეროს და გახდის მას დაუვიწყარს და უნიკალურს.

გამოსაშვები საღამო
გამოსაშვები საღამოს ჩასატარებლად განკუთვნილი ტენტური კარავი არის თანამედროვე და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება წვეულების ორგანიზებისთვის. იმის გამო, რომ ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ არა მხოლოდ მონტაჟი და დემონტაჟი, არამედ სივრცის ეფექტური გაფორმება და განათება, საღამო გახდება უჩვეულო, ატმოსფერული და დასამახსოვრებელი. გამოსაშვები საღამოს ჩასატარებლად განკუთვნილი პავილიონის დაქირავება ხელსაყრელია ფინანსური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ ნებისმიერი ზომის კარავი, რომელიც სტუმრების დიდ რაოდენობას იტევს. თქვენ არ დაგჭირდებათ დროის დაკარგვა შესაფერისი საბანკეტო დარბაზის ძიებაში! დამზადების დროს გამოიყენება გამძლე და თანამედროვე მასალები, ხოლო დამატების სახით დაყენებული კლიმატ კონტროლის სისტემები, იატაკის საფარი, ინტერიერული განათება მნიშვნელოვნად ზრდის გამოყენების კომფორტს.
მიიღეთ შეთავაზება
კომპანია LUXTENT აწარმოებს, ყიდის და აქირავებს კარვებს დღესასწაულებისთვის საქართველოში. სხვადასხვა ფორმის თანამედროვე ტენტური კონსტრუქციები, რომლებიც აწყობილია მაღალი ხარისხის და გამძლე მასალებისგან, შესაფერისია ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზებისთვის, მცირე საოჯახო ზეიმით დაწყებული მასობრივი დღესასწაულებით დამთავრებული. ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ ასაწყობ-გასაშლელი კარვები ღონისძიებებისთვის, რომლებიც გამოიყენება:
- ქორწილები;
- საოჯახო დღესასწაულები;
- სპორტული შეჯიბრებები;
- კორპორატიული ღონისძიებები და თიმბილდინგი;
- საქალაქო დღესასწაულები;
- ბაზრობები, ფესტივალები, გამოფენები, ფორუმები.
ღონისძიების ჩასატარებელი კარვები -პრაქტიკული გამოსავალია სტუმრების კომფორტული განთავსებისთვის. ჩვენ გთავაზობთ სტუმრების ნებისმიერი რაოდენობის განთავსებას. ღონისძიებებისთვის თუნდაც დიდი კარვების დამონტაჟებას/დემონტაჟს მცირე დრო სჭირდება, არ საჭიროებს უფლებამოსილი ორგანოების ნებართვას. კარვები უზრუნველყოფენ სტუმრების დაცვას ნებისმიერი ამინდის დროს (მცხუნვარე მზე, ძლიერი ქარი, წვიმა, თოვლი). შიდა მოწყობილობის ფართო შესაძლებლობების წყალობით, კლიმატი კომფორტული იქნება წელიწადის ნებისმიერ დროს.
ღონისძიებების ჩასატარებლად განკუთვნილი სწრაფად ასაწყობი კარვები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, ზომით, დიზაინის ვარიანტებით. ეს აადვილებს არჩევანის გაკეთებას ღონისძიების თემატიკის, სტუმრების რაოდენობის, სეზონის, მიმდებარე ლანდშაფტის შესაბამისად. სურვილის შემთხვევაში, დამკვეთს შეუძლია ისარგებლოს ბრენდირების სერვისით კორპორატიულ სტილში, რაც ხაზგასმით აღნიშნავს მისი კომპანიის სტატუსს და დეტალებში გათვალისწინებულ ორგანიზებას.
გამოყენების ყველა სფერო
LUXTENT- ის ღონისძიებების ჩასატარებლად განკუთვნილი კარვების გამოყენება შესაძლებელია როგორც კორპორატიული წვეულებისთვის, ასევე კერძო სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის. ძირითადი უპირატესობებია — სწრაფი მონტაჟი, გაფორმება საერთო კონცეფციის ფარგლებში, თითქმის შეუზღუდავი რაოდენობის სტუმრების გარეთ განთავსება.
კომპანია LUXTENT გთავაზობთ კარვებს კაფეებისთვის. ჩვენი ტენტური კონსტრუქციები არის ნებისმიერი ზომის ღია ან დახურული ფართის მოწყობის საიმედო და ხელმისაწვდომი საშუალება. წელიწადის ნებისმიერ დროს, ტენტური კონსტრუქციები დაგიცავთ არა მხოლოდ კაშკაშა მზის ან წვიმისგან, არამედ სიცივისგანაც.
ჩვენ გთავაზობთ სწრაფად ასაწყობი კონსტრუქციების მონტაჟის მომსახურებას. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა საიმედოობით, პრეზენტაბელურობით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილას დაყენების მინიმალური ვადებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნებისმიერი ფორმისა და ზომის კონსტრუქციები.
დახურული სპორტული მოედნები არის კომპანია LUXTENT- ის მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება. ჩვენ ვაყენებთ საიმედო, თანამედროვე კონსტრუქციებს, რომლებიც დამზადებულია შემოწმებული მასალების გამოყენებით, რაც საშუალებას გაძლევთ დაკავდეთ სპორტით ნებისმიერ ამინდში.
ტენტური კონსტრუქციები გამოიყენება არა მხოლოდ საზეიმო ან ოფიციალური ღონისძიებებისთვის. მათი დამონტაჟება შესაძლებელია ქალაქგარეთ მდებარე სახლის ან აგარაკის ნაკვეთზე, მავნე მზის, წვიმისა და ამინდის სხვა მოვლენებისგან დასაცავად. სწრაფი მონტაჟი, საძირკვლის არარსებობა მათ პრაქტიკულ გადაწყვეტილებად აქცევს, მრავალი უპირატესობისა და მაღალი ხარისხის წყალობით.
ნებისმიერ ამინდში გამოსაყენებელი LUXTENT– ის ტენტური კონსტრუქციები სასაწყობო ფართისთვის — შესანიშნავი გამოსავალია მოკლე დროში მოაწყოთ ადგილი ქონების ან საქონლის შესანახად, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პირობებს. კონსტრუქციები ასევე გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც კაპიტალური ნაგებობების მშენებლობა შეუძლებელია.
- ღონისძიებები
-

- რესტორნის ბიზნესი
-
კომპანია LUXTENT გთავაზობთ კარვებს კაფეებისთვის. ჩვენი ტენტური კონსტრუქციები არის ნებისმიერი ზომის ღია ან დახურული ფართის მოწყობის საიმედო და ხელმისაწვდომი საშუალება. წელიწადის ნებისმიერ დროს, ტენტური კონსტრუქციები დაგიცავთ არა მხოლოდ კაშკაშა მზის ან წვიმისგან, არამედ სიცივისგანაც.
- არქიტექტურა
-
ჩვენ გთავაზობთ სწრაფად ასაწყობი კონსტრუქციების მონტაჟის მომსახურებას. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა საიმედოობით, პრეზენტაბელურობით, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ადგილას დაყენების მინიმალური ვადებით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ნებისმიერი ფორმისა და ზომის კონსტრუქციები.
- სპორტი
-
დახურული სპორტული მოედნები არის კომპანია LUXTENT- ის მუშაობის კიდევ ერთი მიმართულება. ჩვენ ვაყენებთ საიმედო, თანამედროვე კონსტრუქციებს, რომლებიც დამზადებულია შემოწმებული მასალების გამოყენებით, რაც საშუალებას გაძლევთ დაკავდეთ სპორტით ნებისმიერ ამინდში.
- კერძო სექტორი
-
ტენტური კონსტრუქციები გამოიყენება არა მხოლოდ საზეიმო ან ოფიციალური ღონისძიებებისთვის. მათი დამონტაჟება შესაძლებელია ქალაქგარეთ მდებარე სახლის ან აგარაკის ნაკვეთზე, მავნე მზის, წვიმისა და ამინდის სხვა მოვლენებისგან დასაცავად. სწრაფი მონტაჟი, საძირკვლის არარსებობა მათ პრაქტიკულ გადაწყვეტილებად აქცევს, მრავალი უპირატესობისა და მაღალი ხარისხის წყალობით.
- ინდუსტრია